ავტორიზაცია

"ის შოუმენია, ბედნიერები ვართ, რომ გვყავს" - ვალენსიას ფეხბურთელი მამარდაშვილს აქებს

"ის შოუმენია, ბედნიერები ვართ, რომ გვყავს" - ვალენსიას ფეხბურთელი მამარდაშვილს აქებს
თარიღი 07 მაი 2022, 21:19

ლა ლიგის გასულ ტურში გიორგი მამარდაშვილმა მორიგი ტოპ მატჩი ჩაატარა და 5 სეივი გააკეთა.

მამარდაშვილის "ვალენსია" "ბილბაოს" სტუმრად დაუპირისპირდა და უგოლო ფრე ითამაშა.

"მამარდაშვილი უბრალოდ შოუმენია. ბედნიერები ვართ, რომ ის გვყავს და ჩვენს გუნდშია!" - ასე შეაფასა "ვალენსიას" ფეხბურთელმა მაქსი გომესმა ქართველის თამაში.

აღნიშნულ მატჩში მამარდაშვილმა 7.9 შეფასება დაიმსახურა და კვლავ მატჩის საუკეთესოდ დასახელდა.