VIDEO: ჩემპიონთა ლიგის საგზურზე ოცნება დასრულდა — მანჩესტერი სტუმრად ბრაიტონთან გაცამტვერდა
ინგლისის ჩემპიონატის 36-ე ტურის ეგიდით, "ბრაიტონმა" შინაურ კედლებში "მანჩესტერ იუნაიტედს" უმასპინძლა.
აღნიშნული დაპირისპირება მასპინძელთა გამანადგურებელი გამარჯვებით დასრულდა - 4:0.
შეხვედრაში ანგარიში მე-15 წუთზე მოიზეს კაისედომ გახსნა და პირველ ტაიმში მეტი აღარაფერი შეცვლილა.
მეორე ტაიმში "ბრაიტონმა" მანიკუნიანელებს ნამდვილი 10-წუთიანი ჯოჯოხეთი მოუწყო - 49-ე წუთზე მარკ კუკურელამ თავისი გუნდის უპირატესობა ორამდე გაზარდა, 57-ე წუთზე "ეშმაკუნების" კარი პასკალ გროსმა აიღო, საბოლოო ანგარიში კი მე-60 წუთზე ლეანდრო ტროსარდმა დააფიქსირა.
ამ მარცხის შემდეგ, "მანჩესტერ იუნაიტედი" პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში 58 ქულით მე-6 ადგილს იკავებს, მე-4 ადგილზე მყოფ "არსენალთან" ჩამორჩენა 5 ქულაა, თანაც "მეთოფეებს" მანიკუნიანელებზე 3 მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული.
ასე და ამგვარად, ჩემპიონთა ლიგის საგზურზე ოცნება "ემიუსთვის" საბოლოო დასრულდა - ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის მომდევნო გათამაშება "ეშმაკუნების" გარეშე ჩაივლის.