ავტორიზაცია

VIDEO: ჩემპიონთა ლიგის საგზური განაღდებულია — ბარსამ სტუმრად ბეტისი 94-ე წუთზე დაამარცხა

თარიღი 08 მაი 2022, 01:31

ესპანეთის ჩემპიონატის 35-ე ტურის ეგიდით, "ბარსელონა" "ბენიტო ვილამარინზე" "ბეტისს" ესტუმრა.

აღნიშნული დაპირისპირება საკმაოდ დაძაბული გამოდგა და კატალონიელთა გამარჯვებით დასრულდა - 1:2.

უგოლო პირველი ნახევრის შემდეგ, ანგარიში 76-ე წუთზე მოედანზე ერთი წუთის შესულმა ანსუ ფატიმ გახსნა, ასისტი კი საკუთარ აქტივში ხორდი ალბამ ჩაიწერა.

მასპინძლებმა წონასწორობა მალევე აღადგინეს - 79-ე წუთზე "ლურჯ-ბროწეულისფრებს" თავიანთმა აღზრდილმა, მარკ ბარტრამ გაუტანა.

"ბარსამ" მატჩი მსაჯის მიერ ბოლო, მე-4 კომპენსირებულ წუთზე მოიგო - თავი ალბამ გამოიჩინა და თავის გუნდს უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოუტანა.

ლა ლიგის სატურნირო ცხრილში ხავის შეგირდები 69 ქულით მეორე ადგილს იკავებენ და ჩემპიონთა ლიგის საგზური უკვე ოფიციალურად გაინაღდეს, "ბეტისი" კი 58 ქულით მე-5 პოზიციაზეა და ოთხეულისთვის ბრძოლას აგრძელებს.