ავტორიზაცია

"ტოტენჰემი კვირაში ერთხელ თამაშობს, ლივერპული კი ყოველ სამ დღეში", - კლოპი ქულების დაკარგვის შემდეგ

"ტოტენჰემი კვირაში ერთხელ თამაშობს, ლივერპული კი ყოველ სამ დღეში", - კლოპი ქულების დაკარგვის შემდეგ
თარიღი 08 მაი 2022, 11:21

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა პრემიერ ლიგის 35-ე ტურში "ტოტენჰემთან" (1:1) გამართული მატჩის შედეგი შეაჯამა.

"ძალიან კმაყოფილი ვარ თამაშით და ვამაყობ იმ ხასიათით, რომელიც ფეხბურთელებმა წარმოუდგენლად ძლიერ და მომზადებულ მეტოქესთან მატჩში გამოავლინეს".

"არის რაღაც, რაც დღეს უფრო მაღალ დონეზე გავაკეთეთ, ვიდრე აქამდე გაგვიკეთებია. კონტრპრესინგი გამორჩეული იყო. მაგრამ მეტოქემ გატანა მოახერხა, სიმშვიდე უნდა შეგვენარჩუნებინა და ზეწოლა მოგვეხდინა, ეს კი სერიოზული გამოწვევაა. მიუხედავად ამისა, წარმატების მიღწევა შევძელით და ანგარიში გავათანაბრეთ".

"რა თქმა უნდა, ის შედეგი არ არის, რომელიც გვსურდა. მაგრამ ისე ვითამაშეთ, როგორც გვინდოდა, ასე რომ ამ მხრივ იმედი არ გაგვცრუებია".

"ძალიან რთულია იმ გუნდის წინააღმდეგ თამაში, რომლის რიგებშიც მსოფლიო დონის ფეხბურთელები თამაშობენ და რომელსაც მსოფლიო დონის მწვრთნელი უდგას სათავეში, როცა მომზადებისთვის მათ ერთი კვირა აქვთ, ჩვენ კი ყოველ სამ დღეში ერთხელ ვთამაშობთ".

"არ იფიქროთ, რომ გასახდელი ოთახი გავანადგურეთ. სხვა მატჩებიც არის. უბრალოდ მუშაობა უნდა გავაგრძელოთ", - ციტირებს კლოპის სიტყვებს BT Sport-ი.