ავტორიზაცია

ლა ლიგის ისტორიაში დანი ალვეშზე მეტი ასისტი მხოლოდ ორ ფეხბურთელს აქვს გაკეთებული

ლა ლიგის ისტორიაში დანი ალვეშზე მეტი ასისტი მხოლოდ ორ ფეხბურთელს აქვს გაკეთებული
თარიღი 08 მაი 2022, 13:33

"ბარსელონას" მარჯვენა მცველმა, დანი ალვეშმა ლა ლიგის 35-ე ტურში "ბეტისთან" (2:1) გამართულ შეხვედრაში ხორდი ალბას გამარჯვების მომტანი გოლი გაატანინა.

39 წლის ბრაზილიელმა ლა ლიგაში, სადაც თავის დროზე "სევილიას" ღირსებაც დაუცვია, თავისი მე-100 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ბოლო 30 წლის განმავლობაში (მას შემდეგ, რაც აღნიშნული სტატისტიკის ათვლა დაიწყო) ეს ესპანეთის უმაღლეს ჩემპიონატში მესამე საუკეთესო შედეგია.

სიაში ლიდერი 189 ასისტით ლიონელ მესია ("ბარსელონას" ექს-ფეხბურთელი), მეორე ადგილს კი ლუიშ ფიგუ ("ბარსელონასა" და "რეალის" ყოფილი ფეხბურთელი) იკავებს - 107 გადაცემა.

შეგახსენებთ, ალვეში "ლურჯ-ბროწეულისფერთ" რიგებში გასულ ზამთარს თავისუფალი აგენტის სტატუსით დაბრუნდა და სეზონის ბოლომდე გათვლილ კონტრაქტს მოაწერა ხელი.