ავტორიზაცია

"ამ თემაზე საუბარი მიჭირს", - პოჩეტინოს თქმით, პსჟ-მ მისი ხელმძღვანელობით მთავარი დავალება ვერ შეასრულა

"ამ თემაზე საუბარი მიჭირს", - პოჩეტინოს თქმით, პსჟ-მ მისი ხელმძღვანელობით მთავარი დავალება ვერ შეასრულა
თარიღი 08 მაი 2022, 13:46

"პარი სენ ჟერმენის" მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ აწ უკვე გასული სეზონის შედეგები შეაჯამა.

"ამ თემაზე საუბარი ძალიან რთულია. წელიწადნახევრის წინ, როცა გუნდი ჩაივიბარე, მთავარი დავალება ჩემპიონთა ლიგის მოგება იყო. რადგანაც ამ მიზანს ვერ მივაღწიეთ, შეფასება რთულია...".

"რაც არ უნდა ყოფილიყო, კლუბის ისტორიაში მე-10 ჩემპიონობა კმაყოფილებას გგვრის. ეროვნული ტიტული ყოველთვის მნიშვნელოვანია", - ციტირებს არგენტინელის სიტყვებს L'Equipe.

მოგეხსენებათ, "პსჟ" ჩემპიონთა ლიგის 2021/22 წლების სეზონის გათამაშებას 1/8 ფინალური ეტაპიდან გამოეთიშა, სადაც "რეალთან" (1:0, 1:3) დამარცხდა.

რაც შეეხება პოჩეტინოს, 50 წლის სპეციალისტს პარიზელებთან მოქმედი ხელშეკრულების ვადა 2023 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.