ავტორიზაცია

"ტოპ დონის მოთამაშეები ბურთს ბლოკავენ, ასეთი ფეხბურთი არ მომწონს", - კლოპი ტოტენჰემს აკრიტიკებს

"ტოპ დონის მოთამაშეები ბურთს ბლოკავენ, ასეთი ფეხბურთი არ მომწონს", - კლოპი ტოტენჰემს აკრიტიკებს
თარიღი 08 მაი 2022, 14:32

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა მერსისაიდელთა წინააღმდეგ "ტოტენჰემის" დაცვითი ტაქტიკის შესახებ ისაუბრა.

მოგეხსენებათ, ეს გუნდები ერთმანეთს პრემიერ ლიგის 36-ე ტურის ეგიდით დაუპირისპირდნენ, შეხვედრა ფრედ დასრულდა - 1:1.

"ბოდიში, მაგრამ არ ვარ ის ადამიანი, რომელსაც დაცვაში "ტოტენჰემის" თამაშზე უნდა ჰკითხოთ, რადგან ასეთი ფეხბურთი არ მომწონს".

"მაგრამ ეს ჩემი პირადი პრობლემაა. ტოპ დონის გუნდია და ჩემი აზრით, მოედანზე უფრო მეტი უნდა აჩვენოს".

"ლივერპულის" წინააღმდეგ მატჩში მათი ბურთის ფლობა 36% იყო. მაგრამ ეს ჩემი პრობლემაა. მე ვერ ვავარჯიშებ მათ".

"მსოფლიო დონის ფეხბურთელები ბურთს ბლოკავენ. რეალურად ესეც ძნელია. მიუხედავად ამისა, პატივს ვცემ იმას, რასაც აკეთებენ. თუმცა თავად ასეთი არ ვარ", - ციტირებს კლოპის სიტყვებს Liverpool Echo.