ავტორიზაცია

კლოპი ტოტენჰემის კრიტიკას აგრძელებს: "ტოპ გუნდია, მაგრამ დაცვაში ზის"

კლოპი ტოტენჰემის კრიტიკას აგრძელებს: "ტოპ გუნდია, მაგრამ დაცვაში ზის"
თარიღი 08 მაი 2022, 15:34

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა პრემიერ ლიგის 36-ე ტურში "ტოტენჰემთან" (1:1) გამართული მატჩის შემდეგ განცხადება გააკეთა.

გერმანელმა სპეციალისტმა ლონდონური გუნდის სათამაშო სტილის შესახებ ისაუბრა.

"ტოტენჰემს" ბევრს აქებენ, უმაღლესი დონის გუნდია, მაგრამ დაცვაში დგას...", - ციტირებს კლოპის სიტყვებს ბრიტანული მედია.

"მანჩესტერ სიტი" დაამარცხეს. მათი სათამაშო გეგმა ასეთ მატჩებში მუშაობს, მაგრამ ცხრილში მაინც მე-5 ადგილზე არიან. აი, ასეთი სიტუაციაა. მარტივი არ არის".

"ყველაფერზე მიდიან - დროს წელავენ და ასე შემდეგ. ეს ცხოვრებას ართულებს. ჭკვიანური ნაბიჯია, მაგრამ ჩვენთვის, მათი მეტოქეებისთვის, იოლი არ არის", - დასძინა მერსისაიდელთა დამრიგებელმა.