ავტორიზაცია

"სწორედ ამიტომ არ არის კონტე მანჩესტერის შესაფერისი", - ნევილი კლოპის მოსაზრებას ეთანხმება

"სწორედ ამიტომ არ არის კონტე მანჩესტერის შესაფერისი", - ნევილი კლოპის მოსაზრებას ეთანხმება
თარიღი 08 მაი 2022, 15:47

"მანჩესტერ იუნაიტედის" ექს-მცველი, გარი ნევილი "ტოტენჰემის" ტაქტიკის თაობაზე იურგენ კლოპის მოსაზრებას დაეთანხმა.

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა პრემიერ ლიგის 36-ე ტურში "დეზებთან" (1:1) გამართული მატჩის შემდეგ თქვა, რომ ანტონიო კონტეს გუნდის დაცვითი სტილი არ მოსწონს.

"ანტონიო კონტესა და მის ფეხბურთს უდიდესი პატივს ვცემ, მაგრამ კლოპის ეს ინტერვიუ ნათლად აჩვენებს, თუ რატომ არ არის "მანჩესტერ იუნაიტედის" შესაფერისი", - წერს ვეტერანი ინგლისელი სოციალურ ქსელში.

მოგეხსენებათ, 52 წლის იტალიელი სპეციალისტი "ტოტენჰემს" სათავეში გასული წლის ნოემბერში ჩაუდგა და 2023 წლის ზაფხულამდე გათვლილ კონტრაქტს მოაწერა ხელი.

ინგლისის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში "დეზები" 62 ქულით მე-5 ადგილს იკავებენ და მეოთხეადგილოსან "არსენალს" მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩებიან, თუმცა "მეთოფეებს" ერთი მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული.

რაც შეეხება "ლივერპულს", კლოპის შეგირდების აქტივში "მანჩესტერ სიტის" მსგავსად 83 ქულაა და პირველ პოზიციას ბურთების უკეთესი შეფარდების წყალობით იკავებს, მაგრამ "ქალაქელები" თავიანთ შეხვედრას დღეს გამართავენ.