ავტორიზაცია

შილტონი მაისურზე, რომლითაც მარადონამ "ღმერთის ხელი" გაიტანა: "მისით ჭურჭელსაც კი არ გავწმენდდი"

შილტონი მაისურზე, რომლითაც მარადონამ "ღმერთის ხელი" გაიტანა: "მისით ჭურჭელსაც კი არ გავწმენდდი"
თარიღი 08 მაი 2022, 17:54

ინგლისის ნაკრების ყოფილმა მეკარემ, პიტერ შილტონმა დიეგო მარადონას მაისურის შესახებ ისაუბრა, რომლითაც არგენტინელმა თავდამსხმელმა 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩში "ღმერთის ხელი" გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ ეს მაისური აუქციონზე რეკორდული 9,28 მილიონ დოლარად გაიყიდა.

"იმ დღეს მარადონას მაისურს ჩინური ჩაის სანაცვლოდაც კი არ გავუცვლიდი. ამ მაისურს სახლშიც კი არ გამოვიყენებდი, ჩემს პატარა ბუნგალოში მისით ჭურჭელსაც კი არ გავწმენდდი".

"მე ან ჩემს რომელიმე სხვა თანაგუნდელს რომ სცოდნოდა, ეს მაისური სტივ ჰოჯმა წაიღო, გასახდელს ვერ დატოვებდა. ათას ნაწილად დაიშლებოდა. დარწმუნებული ვარ, ჰოჯი ბედნიერია, ეს რომ არ მოხდა. იცოდა, რას აკეთებდა, ჩვენ კი არაფერი გვითხრა".

"ძალიან გაბრაზებულები ვიყავით. მიხარია, რომ თუნდაც ერთმა ინგლისელმა მაინც მიიღო რაღაც კარგი იმ მატჩისგან", - ციტირებს შილტონის სიტყვებს The Sun-ი.