"თუ ოქროს ბურთი წელს ბენზემას არ მისცეს, ამ ჯილდოს მიმართ რწმენას დავკარგავ", - გუტი
მადრიდის „რეალის“ ექს-ფეხბურთელმა, გუტი ერნანდესმა ოქროს ბურთის ჯილდოზე ისაუბრა.
„თუ ბენზემას ოქროს ბურთი წელს არ მისცენ, ის მას ვერასდროს ვეღარ მოიგებს. არ ვიცი სხვა ფეხბურთელი, ვინც ისეთივე მნიშვნელოვანი იყო გადამწყვეტ მომენტებში, როგორც კარიმი ლა ლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე.
სიგიჟე იქნება, თუ ის ოქროს ბურთს ვერ მოიგებს. მეტიც, ამ ჯილდოს რწმენას დავკარგავ, თუ წელს სხვა გამარჯვებული გამოვლინდება.“ - აღნიშნა „რეალის“ ექს-ნახევარმცველმა.
შეგახსენებთ, რომ წელს გამოცემა „ფრანც ფუტბოლმა" ოქროს ბურთის გადაცემის კრიტერიუმები შეცვალა - გუნდურ მიღწევებზე მეტი ყურადღება ინდივიდუალურ პერფომანსს მიექცევა და გამარჯვებული გამოვლინდება არა კალენდარული წლის, არამედ სეზონის მიხედვით.