ავტორიზაცია

VIDEO: ატლეტიკომ გადახალისებულ რეალს ვანდაზე კარასკოს პენალტით მოუგო

თარიღი 09 მაი 2022, 01:01

ლა ლიგის 35-ე ტურში მადრიდის „ატლეტიკომ“ უკვე გაჩემპიონებულ „რეალს“ მინიმალური ანგარიშით მოუგო.

შეხვედრა „ვანდა მეტროპოლიტანოზე“ გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა.

კარლო ანჩელოტიმ ამ მატჩში გადახალისებული შემადგენლობა დააყენა და არაერთი გუნდის ლიდერი ლა ლიგის განაღდებისა და „სიტისთან“ რთული ნახევარფინალის შემდეგ დაასვენა.

მატჩის ერთადერთი გოლი მე-40 წუთზე იანიკ კარასკომ პენალტის ნიშნულიდან გაიტანა და თავის გუნდს ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში მნიშვნელოვანი სამი ქულა მოუტანა.

„ატლეტიკომ“ 64 ქულა დააგროვა და უახლოეს მდევარ „ბეტისს“ 6 ქულით უსწრებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მადრიდელები ჩემპიონთა ლიგაზე გასვლას მაქსიმალურად მიუახლოვდნენ.