ავტორიზაცია

[EXCLUSIVE] გადაწყდა: ტორპედოს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს!

[EXCLUSIVE] გადაწყდა: ტორპედოს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს!
თარიღი 09 მაი 2022, 10:31

რამდენიმე დღის წინ, ქუთაისის "ტორპედოს" მთავარი მწვრთნელის პოსტი გია ცეცაძემ დატოვა.

წინა შეხვედრებში კი გუნდი დროებით კლუბში მომუშავე ანალიტიკოსს გაჰყავდა.

ჩვენი ექსკლუზიური ინფორმაციით, მომავალი მატჩიდან "ტორპედოს" მთავარი მწვრთნელი კახა ჩხეტიანი იქნება.

შეთანხმება მიღწეულია და კლუბი ინფორმაციას მალე დაადასტურებს. 

ჩხეტიანი "ტორპედოში" 2016-2019 წლებში მუშაობდა და ამ დროში მან გუნდთან ერთად ყველა შესაძლო ტიტული მოიგო - ეროვნული ლიგა, საქართველოს თასი და სუპერთასი.

12 ტურის შემდეგ "ტორპედოს" მხოლოდ 11 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილზეა.