ავტორიზაცია

დეპორტივოს ექს-პრეზიდენტი: "რონალდუს ყიდვა 12 მილიონ ევროდ შეგვეძლო, მაგრამ უარი ვთქვით"

დეპორტივოს ექს-პრეზიდენტი: "რონალდუს ყიდვა 12 მილიონ ევროდ შეგვეძლო, მაგრამ უარი ვთქვით"
თარიღი 09 მაი 2022, 14:19

აუგუსტო სეზარ ლენდოირომ, რომელიც 2000-იან წლებში "დეპორტივოს" პრეზიდენტი იყო, განაცხადა, რომ კლუბმა თავის დროზე ამჟამად "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელის, კრიშტიანუ რონალდუს შეძენაზე უარი თქვა.

"17-18 წლის კრიშტიანუს თამაშის ვიდეოს ვუყურეთ და გადავწყვიტეთ გაგვეგო თანხა, რომლის სანაცვლოდაც "სპორტინგი" მას გაყიდიდა. პორტუგალიელებმა 12 მილიონი ევრო მოითხოვეს, ჩვენ კი ეს თანხა ზედმეტად მაღალი გვეგონა".

"ამის შემდეგ მოლაპარაკებები დასრულდა, რადგან სატრანსფერო ფასზე ვერ შევთანხმდით. მაშინ რონალდუ ბავშვი იყო და არ ვიცოდით, როგორ გამოიჩენდა თავს მომავალში".

"გარკვეული პერიოდის შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედმა" გაიღო საჭირო თანხა და ფეხბურთელი გადაიბირა", - ციტირებს აუგუსტო სეზარ ლენდოიროს სიტყვებს Besoccer-ი.

შეგახსენებთ, 37 წლის პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი "სპორტინგიდან" "ემიუში" 2003 წელს გადავიდა.