ბაიერნი მანეზე აცხადებს პრეტენზიას - ტრანსფერის ალბათობას ფეხბურთელის უკმაყოფილება ზრდის
„ლივერპულის“ შემტევმა სადიო მანემ კარიერა შესაძლოა ბუნდესლიგაში გააგრძელოს.
Sky Sport Deutschland-ის ინფორმაციით, 30 წლის ფეხბურთელზე მიუნხენის „ბაიერნი“ აცხადებს პრეტენზიას.
მიუნხენელთა სპორტული დირექტორი ჰასან სალიჰამიჯიჩი გასულ კვირას ფეხბურთელის ინტერესების წარმომადგენლებს ესაუბრა და მანეს შესაძლო ტრანსფერი განიხილა.
თუმცა, ჯერჯერობით კლუბებს შორის არანაირი მოლაპარაკებები არ გამართულა.
იწერება, რომ „ლივერპულის“ შემტევი უკმაყოფილოა, რომ მოჰამედ სალაჰის ახალი კონტრაქტის გამო, გუნდი მასთან ახალი ხელშეკრულების გაფორმებას მაქსიმალურად აჭიანურებს.
სალაჰის მსგავსად, მანეს კონტრაქტი „ლივერპულთან“ 2023 წელს იწურება და თუ მხარეები ვერ შეთანხმდნენ, მერსისაიდულმა კლუბმა შესაძლოა ფეხბურთელის გაყიდვის გადაწყვეტილება მიიღოს, რათა გაისად უფასოდ არ დაკარგოს.