ავტორიზაცია

აიაქსის ყოფილი ფეხბურთელი 29 წლის ასაკში გარდაიცვალა

აიაქსის ყოფილი ფეხბურთელი 29 წლის ასაკში გარდაიცვალა
თარიღი 10 მაი 2022, 10:55

"აიაქსისა" და კონგოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, ჯოდი ლუკოკი 29 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ფეხბურთელის გარდაცვალების მიზეზი არ ხმაურდება. ბოლოს იგი "ტვენტეში" თამაშობდა, სადაც გასული წლის ზაფხულში გადავიდა, მაგრამ ტრავმის გამო ერთხელაც კი არ უთამაშია.

ლუკოკი "აიაქსის" აკადემიის აღზრდილია. პირველ გუნდში დებიუტი მას 2011 წელს ჰქონდა. ამსტერდამული კლუბის მაისურით ჯოდიმ ჰოლანდიის ჩემპიონატი სამჯერ მოიგო.

2014 წელს ნახევარმცველი "ზვოლეში" გადავიდა, მოგვიანებით "ლუდოგორეცსა" და "ენი მალათიასპორშიც" იასპარეზა.

ამა წლის თებერვალში "ტვენტემ" ლუკოკის კონტრაქტი გაუწყვიტა, რომელსაც მეგობარი გოგონას ცემაში ადანაშაულებდნენ.