ავტორიზაცია

ოფიციალურად: სრული უარი ჯგუფურ ეტაპს - უეფამ ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი დაამტკიცა

ოფიციალურად: სრული უარი ჯგუფურ ეტაპს - უეფამ ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი დაამტკიცა
თარიღი 10 მაი 2022, 22:19

უეფამ ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი ოფიციალურად დაადასტურა.

2024/25-სეზონიდან, ჩემპიონთა ლიგა სრულიად სახეშეცვლილი მოგვევლინება,.

მთავარი ცვლილება - ჯგუფურ ეტაპზე მთლიანად უარის თქმაა. გარდა ამისა, მონაწილე გუნდების რაოდენობა 32-ს ნაცვლად 36 იქნება.

ტურნირის ახალი შვეიცარიული მოდელის თანახმად, გუნდები 8-8 მატჩს ჩაატარებენ მსგავსი შედეგების მქონე გუნდების წინააღმდეგ, შესაბამისად ლიდერების და აუთსაიდერების შეხვედრის შანსი გამორიცხული იქნება და ერთმანეთს უფრო თანაბარი დონის გუნდები დაუპირისპირდებიან. 

მაგალითად, გუნდი, რომელმაც პირველი ორი მატჩი მოიგო და სტატისტიკა 2:0-ზე აქვს, შეხვდება მხოლოდ იმ გუნდს, რომელსაც ანალოგიური სტატისტიკა აქვს. 4 მატჩს გუნდები შინ გამართავენ, 4-ს კი - სტუმრად.

ამ 8 მატჩის ამოწურვის შემდეგ, საუკეთესო შედეგების მქონე 8 გუნდი პირდაპირ მერვედფინალში გავა, 9-24 პოზიციებზე გასული გუნდები კი ერთმანეთს ორმატჩიან პლეი-ოფში დაუპირისპირდებიან და 16 გუნდი მერვედფინალის დარჩენილ 8 ადგილს გაითამაშებენ.

გარდა ამისა, 2024 წლიდან უეფა უარს ამბობს კოეფიციენტების გეგმაზე - ორი დამატებითი ადგილი იქნება გამოყოფილი გუნდებისთვის, რომლებიც თავისი ჩემპიონატიდან ლიგაზე ვერ გავლენ, მაგრამ გასულ სეზონში ევროტურნირზე საუკეთესო შედეგი აჩვენეს.