ავტორიზაცია

კლუბებმა მოილაპარაკეს - კოუტინიო პრემიერ ლიგაში რჩება

კლუბებმა მოილაპარაკეს - კოუტინიო პრემიერ ლიგაში რჩება
თარიღი 10 მაი 2022, 23:04

„ბარსელონამ“ ფილიპე კოუტინიოს „ასტონ ვილაში“ გაყიდვა შეათანხმა.

როგორც ჟურნალისტი ჟერარ რომერო იტყობინება, კატალონიურმა კლუბმა „ვილას“ ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა შეუმცირა და კლუბებმა 20 მილიონ ევროზე მოილაპარაკეს.

გარდა ამისა, ინგლისური და ესპანური გუნდების შეთანხმების თანახმად, „ბარსელონას“ კოუტინიოს შემდგომი გაყიდვიდან თანხის 50% ერგება.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი „ბარსაში“ 2018 წელს „ლივერპულიდან“ 120+40 მლნ ევროდ გადავიდა.