ავტორიზაცია

VIDEO: ლივერპული არ ნებდება! კლოპის გუნდმა ჯერარდის ასტონ ვილას დაუქამბექა და ბრძოლაში დარჩა

თარიღი 11 მაი 2022, 01:19

პრემიერ ლიგის გადადებულ 33-ე ტურის მატჩში „ლივერპულმა“ სტუმრად „ასტონ ვილას“ მოუგო.

შეხვედრა „ვილა პარკზე“ გაიმართა და სტუმართა გამარჯვებით 2:1 დასრულდა.

ანგარიში მე-3 წუთზე მასპინძლებმა გახსნეს და სტივენ ჯერარდის გუნდმა „ლივერპული“ მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო, თუმცა, უკვე სამ წუთში ჯოელ მატიპმა წონასწორობის აღდგენა შეძლო.

გამარჯვების გოლი კი 65-ე წუთზე სადიო მანემ ლუის დიასის პასით გაიტანა და „ლივერპული“ ჩემპიონობისთვის ბრძოლაში დატოვა.

კლოპის გუნდმა 86 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში ქულებით „სიტის“ გაუტოლდა, თუმცა „ქალაქელები“ ბურთების უკეთესი შეფარდების დამსახურებით პირველობას ინარჩუნებენ და თავიანთი მატჩი 36-ე ტურში უკვე დღეს, „ვულვზის“ წინააღმდეგ აქვთ ჩასატარებელი.