ავტორიზაცია

მოურინიო: "განსაკუთრებული აღარ ვარ, რადგან ისეთი რამ დამემართა, რაც ბევრ მწვრთნელს არ მოსდის"

მოურინიო: "განსაკუთრებული აღარ ვარ, რადგან ისეთი რამ დამემართა, რაც ბევრ მწვრთნელს არ მოსდის"
თარიღი 11 მაი 2022, 14:46

"რომას" ამჟამინდელმა მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ 2017 წელს "ტოტენჰემიდან" გათავისუფლების შესახებ ისაუბრა.

მოგეხსენებათ, პორტუგალიელი "დეზებმა" ინგლისის ლიგის თასის ფინალში "მანჩესტერ სიტისთან" მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე დაითხოვეს.

"ჩემი კარიერისა და ცხოვრების იმ ეტაპზე ვიმყოფები, სადაც ცუდი გრძნობები არ მაქვს. რაც არის, არის, ყველაფერს ვეგუები", - ციტირებს ჟოზე სიტყვებს Sky Sports-ი.

"დიახ. დიახ, ეს მტკივნეული იყო".

"ხშირად ვიცინი, როცა პრესკონფერენციებზე ზოგიერთ ინგლისელ ჟურნალისტს ვესაუბრები. კონფერენს ლიგის ფინალში გასვლაზე მუდმივად ვხუმრობ".

"ვიმედოვნებ, ამჯერად არ გამათავისუფლებენ, რადგან ასეთი რამ ბევრ მწვრთნელს არ ემართება. ამჯერად ვერ ვიტყვი, რომ განსაკუთრებული ვარ, რადგან ეს დამემართა".

"არ ვნანობ. გაბრაზებული არ ვარ. "ტოტენჰემში" ბევრი კარგი ადამიანია, მათ ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ. ბატონ ლევისაც კი. მაგრამ ჩემი კარიერისა და ისტორიის მქონე ადამიანისთვის, ვფიქრობ, ეს უჩვეულო იყო".

"სხვა მხრივ, ამან რომის კარი გამიღო. აქ ყოფნით ძალიან ბედნიერი ვარ".

"რა თქმა უნდა, ტიტულებისთვის ბრძოლას ან ჩემპიონთა ლიგაზე თამაშს ვისურვებდი, სადაც 160 თუ 170 მატჩი მაქვს ჩატარებული", - დასძინა მოურინიომ.