ავტორიზაცია

მანე გამოირიცხა — ზაფხულისთვის ბაიერნის სატრანსფერო სიაში სხვა ფეხბურთელები არიან

მანე გამოირიცხა — ზაფხულისთვის ბაიერნის სატრანსფერო სიაში სხვა ფეხბურთელები არიან
თარიღი 11 მაი 2022, 15:58

"ლივერპულის" თავდამსხმელი, სადიო მანე "ბაიერნში" არ გადავა, იტყობინება ცნობილი გერმანული გამოცემა Sport1.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, მიუნხენელთა დირექტორმა, ჰასან სალიჰამიჯიჩმა სენეგალელის აგენტთან მოლაპარაკებები გამართა.

მიუხედავად ამისა, როგორც აღინიშნება, შეხვედრა "ლაიფციგის" ნახევარმცველის, კონრად ლაიმერის თაობაზე შედგა და არა მერსისაიდული კლუბის ერთ-ერთი ლიდერის.

ამასთანავე, იწერება, რომ გერმანიის მოქმედი ჩემპიონის  რიგებს არ დატოვებს გარემარბი, ლეროი სანე - მომავალ ზაფხულს მის გაყიდვას არ აპირებენ.

"ბაიერნს" შემტევ სერჟ გნაბრისთან კონტრაქტის გახანგრძლივების იმედი აქვს, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ეს უკანასკნელი წავა, მის შემცვლელად კრისტოფერ ნკუნკუსა ("ლაიფციგი") და ანტონის ("აიაქსი") განიხილავენ.