შახტარში ერთი ჩატარებული მატჩის გარეშე, დავიდ ნერეში ახალ გუნდში გადადის
ბრაზილიელი შემტევი დავიდ ნერესი „შახტარის“ დატოვებასთან ახლოსაა.
Goal.com-ის ინფორმაციით, „აიაქსის“ ექს-ფეხბურთელი კარიერას ლისაბონის „ბენფიკაში“ გააგრძელებს, რომელიც მის ტრანსფერში 15 მილიონ ევროს გადაიხდის.
ნერეში „აიაქსიდან“ „შახტარში“ ამა წლის იანვარში გადავიდა და გუნდთან კონტრაქტი 2026 წლამდე გააფორმა, თუმცა ვერცერთი შეხვედრის ჩატარება ვერ მოასწრო, რადგან უკრაინაში დაწყებული ომის გამო, ჩემპიონატი შეჩერდა.