ავტორიზაცია

შეთანხმება მიღწეულია - ბარსელონამ ფილიპე კოუტინიო გაყიდა

შეთანხმება მიღწეულია - ბარსელონამ ფილიპე კოუტინიო გაყიდა
თარიღი 11 მაი 2022, 22:03

ფილიპე კოუტინიო „ბარსელონას“ საკუთრება აღარ არის.

როგორც ჟურნალისტი და ინსაიდერი ფაბრიციო რომანო იტყობინება, „ბარსელონამ“ და „ასტონ ვილამ“ ფილიპე კოუტინიოს ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწიეს.

ბრაზილიელი შემტევი ნახევარმცველი ბირმინგემული გუნდის საკუთრება გახდება, რომელიც მას 20 მილიონ ევროდ გამოისყიდის.

კოუტინიო „ვილაში“ იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს იჯარით გადაბარგდა და კლუბს მისი გამოსყიდვა 40 მლნ ევროდ შეეძლო, თუმცა ინგლისელებმა მოლაპარაკებების შედეგად თანხის შემცირება და უფრო დაბალ ფასად შეთანხმება მოახერხეს.

მხარეებს შორის ყველა დეტალი მოგვარებულია და ტრანსფერი ოფიციალურად სულ მალე უნდა დადასტურდეს.