ავტორიზაცია

გადაწყვეტილება მიღებულია - კიელინი ზაფხულში იუვენტუსს დატოვებს

გადაწყვეტილება მიღებულია - კიელინი ზაფხულში იუვენტუსს დატოვებს
თარიღი 11 May 2022, 22:07

ჯორჯო კიელინი ზაფხულში „იუვენტუსს“ დატოვებს.

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, 37 წლის ფეხბურთელმა საკუთარ მომავალზე გადაწყვეტილება უკვე მიიღო და მის შეცვლას არ აპირებს.

იტალიელი მცველის პრიორიტეტი MLS-ში გადასვლაა, სადაც მას ორი გუნდი ეპატიჟება, თუმცა საბოლოო არჩევანი კიელინის ჯერ არ გაუკეთებია.

ჯორჯოს წასვლის გამო, „იუვენტუსი“ ზაფხულში 100%-ით დაიმატებს რომელიმე ცენტრალურ მცველს, თუმცა კონკრეტულად რომელზე შეჩერდება არჩევანი - ჯერ უცნობია.