ავტორიზაცია

"ლივერპული და მანჩესტერი 70-80-ებში? ვინ ხარჯავდა ყველაზე მეტს, ნორვიჩი და ლესტერი ხომ არა?", - გვარდიოლა გაბრაზდა

"ლივერპული და მანჩესტერი 70-80-ებში? ვინ ხარჯავდა ყველაზე მეტს, ნორვიჩი და ლესტერი ხომ არა?", - გვარდიოლა გაბრაზდა
თარიღი 11 May 2022, 22:11

პეპ გვარდიოლა ფიქრობს, რომ „მან სიტის“ ხარჯების კრიტიკა უსამართლოა.

„ხალხისთვის მხოლოდ ფულია მნიშვნელოვანი და თუ მათ სურთ ასე იფიქრონ - დაე იფიქრონ. თუმცა მე ზუსტად ვიცი, როგორ ვმუშაობთ ჩვენ აქ. კარგი, ნუ დამაფასებთ მე, მაგრამ დააფასეთ საკუთარი თავი, ჩემი ფეხბურთელები, დამხმარეები.

მომისმინეთ, „ლივერპული“ 70-80-ებში? „მანჩესტერ იუნაიტედი“? ვინ უფრო მეტს ხარჯავდა, „ნორვიჩი“? „ნორვიჩი“ ხარჯავდა იმ დროს ყველაზე დიდ ფულს? თუ „ლესტერი“?

არა, „ლივერპული“ და „მან იუნაიტედი“ ხარჯავდნენ სხვებზე მეტს, თუმცა ის ფული ამჟამინდელთან შედარებაშიც არ მოდის.

მინდა „სიტისადმი“ ეს აღქმა შევცვალო. ვაპირებთ ეს ერთად შევცვალოთ, თუმცა ეს ჯერ კიდევ დიდხანს ვერ მოხდება, ასეთია რეალობა. ამის შეცვლის ერთადერთი გზა - კარგად თამაშია.“ - აღნიშნა პეპმა.

გუშინ „ქალაქელებმა" 60 მლნ ევროდ „ბორუსია დორტმუნდიდან" ერლინგ ჰოლანდის გამოსყიდვა ოფიციალურად დაადასტურეს.