ავტორიზაცია

ბაჯო: "ვხედავ ყოფილ თანაგუნდელებს, ახლა მასწავლებლებივით რომ განიხილავენ, თავის დროზე კი სწორად აუტსაც ვერ აწვდიდნენ"

ბაჯო: "ვხედავ ყოფილ თანაგუნდელებს, ახლა მასწავლებლებივით რომ განიხილავენ, თავის დროზე კი სწორად აუტსაც ვერ აწვდიდნენ"
თარიღი 11 მაი 2022, 22:41

ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა, რობერტო ბაჯომ აღნიშნა, რომ ფეხბურთით აღარ ინტერესდება.

„ხალხს ეს ეუცნაურება, არადა რა არის ამაში ისეთი? ვინც ფეხბურთის გარეშე ბედნიერად ცხოვრობს, ლუზერია?

მატჩებსაც კი არ ვუყურებ, ჩემში ეს არანაირ ინტერესს არ იწვევს. არ მსიამოვნებს სხვა ადამიანების შეფასება.

ვხედავ ზოგ ყოფილ თანაგუნდელს, რომლებიც ახლა მასწავლებლებივით განიხილვავენ და მახსენდება, რომ თავის დროზე აუტის სწორად ჩაწოდებაც კი არ შეეძლოთ.

მე საკუთარი თავისთვის სხვა გასართობი ვიპოვე. შეშას ვჩეხავ, ტრაქტორზე ვმუშაობ და ღამისთვის ისე ვიღლები, რომ თავბრუ მეხვევა.“ - აღნიშნა ბაჯომ.