ავტორიზაცია

ზედიზედ მესამედ - აიაქსი ნიდერლანდების ჩემპიონია

ზედიზედ მესამედ - აიაქსი ნიდერლანდების ჩემპიონია
თარიღი 12 მაი 2022, 00:11

„აიაქსი“ ნიდერლანდების ჩემპიონი ისტორიაშ 36-დ გახდა.

ერიკ ტენ ჰაგის გუნდმა ბოლოსწინა ტურში „ჰერენვენი“ 5:0 გაანადგურა და ჩემპიონობა გაინაღდა.

ამსტერდამელებმა ერედივიზია ზედიზედ მესამედ მოიგეს - იქამდე, გუნდმა ჯილდო 2019 და 2021 წლებში მოიგო, 2020-ში კი სეზონი კორონავირუსის გამო ნაადრევად დასრულდა, „აიაქსი“ კი, ლიდერობის მიუხედავად, ჩემპიონად არ აღიარეს.

36 ტიტულით „აიაქსი“ ნიდერლანდებში საუკეთესოა, მისი უახლოესი მდევარი კი „პსვ-ა“, რომელმაც ჩემპიონობა ისტორიაში 24-ჯერ იზეიმა.