BREAKING: ტრანსფერის ალბათობა 95%-ია! ფრენკი დე იონგი ბარსელონას ტოვებს
ნახევარმცველი ფრენკი დე იონგი, უდიდესი ალბათობით, „ბარსელონას“ დატოვებს.
როგორც კატალონიელი ჟურნალისტი ჟერარ რომერო იტყობინება, ნიდერლანდელის ტრანსფერი „მანჩესტერ იუნაიტედში“ მაისის ბოლომდე დაიხურება, ამის ალბათობა უკვე 95%-ს უდრის.
ჯერჯერობით, მხარეებს შორის მოლაპარაკებები კიდევ გრძელდება, თუმცა სავარაუდოდ, ტრანსფერის საფასური 70-80 მილიონი ევრო იქნება.
კატალონიური კლუბი ფიქრობს, რომ ნიდერლანდელი გუნდში კიდევ ერთი წლით დარჩენით საგრძნობლად დაიკლებს ფასში და სათამაშო კუთხითაც ვერ მოახერხებს ათამაშებას. ამიტომ, „ბარსას“ ურჩევნია დე იონგი დროულად გაყიდოთ და ფინანსური მდგომარეობა გაიუმჯობესოს.
როგორც ჩანს, ერიკ ტენ ჰაგი „მანჩესტერ იუნაიტედში“ თავის ექს-შეგირდებს, ფრენკი დე იონგს და დონი ვან დე ბეკს შეხვდება.