ავტორიზაცია

"მახსოვს ჩვენი მაშინდელი დიალოგი", - სიმეონემ გაიხსენა, თუ რა უთხრა ატლეტიკოს პრეზიდენტმა 10 წლის წინ

"მახსოვს ჩვენი მაშინდელი დიალოგი", - სიმეონემ გაიხსენა, თუ რა უთხრა ატლეტიკოს პრეზიდენტმა 10 წლის წინ
თარიღი 12 მაი 2022, 14:31

"ატლეტიკოს" მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებაზე განცხადება გააკეთა.

მოგეხსენებათ, "როხიბლანკომ" ლა ლიგის 36-ე ტურში სტუმრად "ელჩე" (0:2) დაამარცხა და ოთხეულში ადგილი გაინაღდა.

"პირველ რიგში, ფეხბურთელების გამო მიხარია, მაგრამ სეზონი არასტანდარტული გამოდგა. ჩემპიონთა ლიგაზე ძალიან კარგად ვიასპარეზეთ, ლა ლიგაში კი სტაბილურობა გვაკლდა".

"მიზანს მივაღწიეთ. ვფიქრობ, ეს ჩვენს მიერ გაწეული სამუშაოს დამსახურებული შედეგია, რამაც ამ დავალების კიდევ ერთხელ შესრულების საშუალება მოგვცა".

"მახსოვს, როცა ენრიკეს (სერესო, "ატლეტიკოს" პრეზიდენტი) და მიგელს (ხილი, გენდირექტორი) პირველად ვესაუბრე, მითხრეს, რომ კლუბის სტაბილურობისთვის მომდევნო 4-5 სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე გასვლაა საჭირო. ახლა კი, უკვე მეათედ ვართ იქ", - ციტირებს სიმეონეს სიტყვებს Mundo Deportivo.