სალაჰი: "ჩემს პოზიციაზე მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ვარ"
"ლივერპულის" გარემარბი, მოჰამედ სალაჰი აცხადებს, რომ თავის პოზიციაზე მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია.
"თუ ჩემი პოზიციის ნებისმიერ ფეხბურთელს შემადარებთ, არა მხოლოდ ჩემს გუნდში, არამედ მთელ მსოფლიოშიც, მიხვდებით, რომ საუკეთესო ვარ".
"ყოველთვის ჩემს საქმეზე ვარ კონცენტრირებული და ყველაფერს ვაკეთებ, რაც შემიძლია, სტატისტიკა კი ამის დამამტკიცებელი საბუთია".
"ყოველთვის მიყვარს მიზნად ახალი დავალებების დასახვა, განსხვავებულად მუშაობა და რაღაცის შეცვლა, ეს ჩემი მოვალეობაა", - ციტირებს 29 წლის ეგვიპტელის სიტყვებს beIN SPORTS.
მიმდინარე სეზონში სალაჰმა ყველა ტურნირზე ერთად 48 მატჩი ჩაატარა, 30 გოლი გაიტანა და 16 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.