ავტორიზაცია

კონტემ განმარტა, თუ რა არის საჭირო პრემიერ ლიგის ტიტულისთვის საბრძოლველად

კონტემ განმარტა, თუ რა არის საჭირო პრემიერ ლიგის ტიტულისთვის საბრძოლველად
თარიღი 12 მაი 2022, 16:49

"ტოტენჰემის" მთავარი მწვრთნელის, ანტონიო კონტეს აზრით, პრემიერ ლიგის ტიტულისთვის საბრძოლველად ბევრი ფულის დახარჯვაა საჭირო.

"მესმის მნიშვნელობა, მესმის მეტოქეობა ("არსენალთან")", - ციტირებს იტალიელი სპეციალისტის სიტყვებს Daily Mail-ი.

"ინგლისში თითოეულმა კლუბმა, რომელსაც ტიტულისთვის ბრძოლა უნდა, დიდი ფული უნდა დახარჯოს. არტეტას კომენტარი წავიკითხე, როგორც თქვა, მათ კიდევ ერთი ნაბიჯის გადადგმა და ტიტულისთვის ბრძოლა სურთ".

"დიდი ინვესტიციებია საჭირო, რადგან შეგიძლია შენი გუნდი ააშენო, შენს ფეხბურთელებს ნებისმიერი ინფორმაცია მიაწოდო, კარგად ავარჯიშო და დეტალებს ყურადღება მიაქციო".

"თუმცა, საბოლოო ჯამში, მნიშვნელოვანი ფეხბურთელები გჭირდება, რადგან სწორედ საუკეთესო მოთამაშეები მიგიყვანენ გამარჯვებამდე", - დასძინა კონტემ.