ავტორიზაცია

ტრიპიე: "ნიუკასლს ჩემპიონობისთვის საბრძოლველად დიდი გზა აქვს გასავლელი."

ტრიპიე: "ნიუკასლს ჩემპიონობისთვის საბრძოლველად დიდი გზა აქვს გასავლელი."
თარიღი 12 მაი 2022, 18:03

"ნიუკასლის" მარჯვენა ფლანგის მცველი კიერან ტრიპიე მიიჩნევს, რომ ჩემპიონობითვის საბრძოლველად მის გუნდს მინიმუმ 5 წელი დასჭირდება.

"თქვენ კარგად ხედავთ, თუ როგორ ეტაპობრივად მივიდა "მანჩესტერ სიტი" დიდ წარმატებამდე. გასაგებია, რომ ყურადღების მთავარი ობიექტები ახლა ჩვენ ვართ. გულშემატკივრებს მოთმინებისკენ მოვუწოდებ. მთავარია, რომ გუნდი სწორი გზით ვითარდება." - განაცხადა ინგლისის ნაკრების წევრმა Chronicle Live-თან მიცემულ ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ ტრიპიე ინგლისურმა კლუბმა მადრიდის "ატლეტიკოდან" იყიდა. მან "ნიუკასლის" რიგებში, ამ სეზონში, მხოლოდ 5 მატჩი ჩაატარა, სადაც 2 გატანილი გოლით გამოიჩინა თავი.