ავტორიზაცია

ოსიმენს ნაპოლიში დარჩენა და სპალეტისთან ერთად მუშაობის გაგრძელება სურს

ოსიმენს ნაპოლიში დარჩენა და სპალეტისთან ერთად მუშაობის გაგრძელება სურს
თარიღი 12 მაი 2022, 18:18

"არსენალის" გამოკვეთილ სამიზნეს ვიქტორ ოსიმენს დიდი იმედი აქვს, რომ "ნაპოლიში" დარჩება და ლუჩიანო სპალეტისთან მუშაობას გააგრძელებს.

"მე "ნაპოლიში" ბედნიერი ვარ და არსად წასვლას არ ვაპირებ. სპალეტი უმაღლესი დონის მწვრთნელია და მინდა მას მადლობა გადავუხადო უკეთეს ფეხბურთელად ჩამოყალიბებაში დახმარებისთვის. მსურს ჩვენი ურთიერთობა კიდევ დიდ ხანს გაგრძელდეს.

ვეცდებით, ეს სეზონი, შეძლებისდაგვარად კარგად დავასრულოთ. მომდევნო სეზონში კი, გულშემატკივრებს ვპირდები მთავარი მიზანი სკუდეტოს მოგება იქნება." - განუცხადა Radio Kiss Kiss-ს ნიგერიელმა თავდამსხმელმა.