ავტორიზაცია

მარკო როზე: "ჰოლანდს ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ ახალ თავგადასავალში."

მარკო როზე: "ჰოლანდს ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ ახალ თავგადასავალში."
თარიღი 12 მაი 2022, 18:35

"დორტმუნდის" მთავარი მწვრთნელი ერლინგ ჰოლანდის უდიდეს ტალანტზე საუბრობს და მას ახალ თავგადასავალში დიდ წარმატებებს უსურვებს.

"ჩემი აზრით, ჰოლანდმა "დორტმუნდს" ბევრი რამ მისცა იმ პერიოდში, რომელიც გუნდში გაატარა. ის უდიდესი ნიჭის პატრონია. გასათვალისწინებელია, რომ ის ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და მომავალში უფრო მომატების პოტენციალი გააჩნია.

ერლინგის წასვლა არ ნიშნავს, რომ ჩვენ ფეხბურთის თამაშს ვწყვეტთ. მისი წასვლა დანაკლისია, მაგრამ ეს ჩვენი თამაშის ხარისხზე არ უნდა აისახოს. მისი მომავლით დაინტერესებული ვარ და თვალ-ყურს მივადევნებ მომავალშიც. წარმატებები მას." - განაცხადა როზემ მიმდინარე სეზონის ბოლო მატჩისწინა პრეს-კონფერენციაზე,