ავტორიზაცია

ვესტ ჰემი იარმოლენკოს ემშვიდობება და შემცვლელის ფავორიტ კანდიდატს ჰალ სიტიში პოულობს

ვესტ ჰემი იარმოლენკოს ემშვიდობება და შემცვლელის ფავორიტ კანდიდატს ჰალ სიტიში პოულობს
თარიღი 12 მაი 2022, 18:51

"ვესტ ჰემ იუნაიტედის" დამრიგებელს დევიდ მოიესს უკრაინელი ანდრეი იარმოლენკოს ჩანაცვლება "ჰალ სიტის" ამომავალი ვარსკვლავით სურს. 

საუბარია, 21 წლის კინ ლევის-პოტერზე, რომელსაც შოთა არველაძის მიერ გაწვრთნილ "ჰალ სიტიში" ჩინებული სეზონი ჰქონდა. მისდამი "ვესტ ჰემის" ინტერესზე წერს ცნობილი გამოცემა The Guardian.

მოიესმა უკვე დაამტკიცა, რომ ახალგაზრდებთან მუშაობა კარგად გამოსდის. ამის მაგალითებად, შეგვიძლია დეკლან რაისი და ჯაროდ ბოუვენი მოვიყვანოთ, რომლებმაც შოტლანდიელი მწვრთნელის ხელში სერიოზული პროგრესი განიცადეს.

გასაკვირი არ არის, რომ ლევის-პოტერით დიდი გუნდები ინტერესდებიან, რადგან მან ჩემპიონშიპში 12 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.