ავტორიზაცია

ამსტერდამის "აიაქსს" ახალი მწვრთნელი ჰყავს, რომლისთვისაც დედაქალაქური გუნდი უცხო არაა!

ამსტერდამის "აიაქსს" ახალი მწვრთნელი ჰყავს, რომლისთვისაც დედაქალაქური გუნდი უცხო არაა!
თარიღი 12 მაი 2022, 19:29

ამსტერდამის "აიაქსმა" ერიკ ტენ ჰაგის გაშვების შემდეგ, ახალი მწვრთნელი მალევე იპოვა. ეს 49 წლის ნიდერლანდელი სპეციალისტი ალფრედ შროიდერი გახლავთ.

შროიდერი, ამ მომენტისთვის" ბელგიური "ბრიუგეს" დამრიგებელია, რომელმაც კლუბი 2022 წლის დასაწყისში ჩაიბარა. ალფრედს მწვრთნელობის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს. ის "ბრიუგემდე" "ტვენტესა" და "ჰოფენჰაიმს" წვრთნიდა, ხოლო მანამდე კი "ბარსელონაში" და "აიაქსში" მწვრთნელის თანაშემწედ მუშაობდა. 

"ბრიუგეს" ოფიციალური განცხადებით შროიდერი მიმდინარე სეზონს ჩაამთავრებს და ბელგიურ გუნდს 2 საპლეიოფო მატჩში მოედანზე გაიყვანს. სწორედ ამის შემდეგ, დაიწყებს მუშაობას "აიაქსში".