ავტორიზაცია

დონარუმა: "რეალის პირველი გოლი არ იყო სამართლიანი"

დონარუმა: "რეალის პირველი გოლი არ იყო სამართლიანი"
თარიღი 12 May 2022, 22:15

„პსჟ-ს“ მეკარემ ჯანლუიჯი დონარუმამ „რეალთან“ გამოვარდნაზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი პარიზელებმა 1:0 მოიგეს, საპასუხოში კი 1:3 დამარცხდნენ და ტურნირს მერვედფინალიდან გამოეთიშნენ.

„რეალის პირველი გოლი არ იყო სამართლიანი. ვიცით, როგორ მოხდა ეს და არავის ვადანაშაულებ.

თუმცა, მატჩის დარჩენილი ნაწილი უკეთ უნდა გაგვეკონტროლებინა. ახლა წინ უნდა ვიყუროთ, ახალ სეზონზე ვიფიქროთ და ყველას დავანახოთ, ვინ ვართ.“ - აღნიშნა იტალიელმა კიპერმა.

საკუთარ მომავალზე საუბრისას კი მან დაამატა: „გუნდში დარჩენა მინდა. არ იყო ადვილი სეზონი, მატჩების მხოლოდ ნახევარში ვითამაშე და საუკეთესო თვისებების გამოვლენა ვერ შევძელი.“