ავტორიზაცია

ერლინგ ჰოლანდს სიტიშიც გამოსასყიდი თანხა ექნება, რომლის გააქტიურებაც 2024 წლიდან იქნება შესაძლებელი

ერლინგ ჰოლანდს სიტიშიც გამოსასყიდი თანხა ექნება, რომლის გააქტიურებაც 2024 წლიდან იქნება შესაძლებელი
თარიღი 12 May 2022, 22:19

ერთბაშად რამდენიმე ავტორიტეტული გამოცემა საინტერესო ინფორმაციას იტყობინება.

Bild, Marca და კიდევ რამდენიმე ევროპული წყარო ერთხმად წერს, რომ ერლინგ ჰოლანდს, რომელიც „სიტიში“ ახლახანს ოფიციალურად გადავიდა, 2024 წლიდან აქტიური გამოსასყიდი თანხა ექნება.

ზუსტი თანხა ცნობილი არ არის, თუმცა როგორც იწერება, ნორვეგიელი ფორვარდის გამოსყიდვა ორი წლის შემდეგ 150-200 მილიონი ევროს ფარგლებში იქნება შესაძლებელი.

ზოგადად, ჰოლანდს კარიერაში ფრთხილი ნაბიჯების გადადგმა უყვარს, სწორედ ამიტომ მას „დორტმუნდთან“ კონტრაქტშიც ჰქონდა გაწერილი გამოსასყიდი თანხა (60-75 მლნ ევროს ფარგლებში) და სულაც არაა გასაკვირი, რომ მან „სიტისთანაც“ ანალოგიურ ნაბიჯს მიმართა.

ბრიტანული გამოცემა The Athletic კი წერს, რომ ჰოლანდისთვის საოცნებო კლუბი მადრიდის „რეალია“, სადაც ის მისვლას კარიმ ბენზემას წასვლის შემდეგ აპირებს.