ავტორიზაცია

ოფიციალურად: ასტონ ვილამ ბარსელონადან კოუტინიოს გამოსყიდვა დაადასტურა

ოფიციალურად: ასტონ ვილამ ბარსელონადან კოუტინიოს გამოსყიდვა დაადასტურა
თარიღი 12 მაი 2022, 22:21

„ასტონ ვილამ“ „ბარსელონადან“ ფილიპე კოუტინიოს გამოსყიდვა ოფიციალურად დაადასტურა.

„ასტონ ვილა მოხარულია გაცნობოთ, რომ ფილიპე კოუტინიო „ბარსელონადან“ სრულფასოვნად გამოვისყიდეთ, თანხა არ საჯაროვდება.“ - წერს ბირმინგემული კლუბი.

ავტორიტეტული გამოცემები იტყობინებიან, რომ „ასტონ ვილას“ კოუტინიოს გამოსყიდვა 20 მილიონი ევრო დაუჯდა. გარდა ამისა, „ბარსელონა" ფეხბურთელის შემდგომი გაყიდვიდან თანხის 50%-ს მიიღებს.

ბრაზილიელი პრემიერ ლიგაში იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს იჯარით დაბრუნდა და „ვილას“ მისი გამოსყიდვა 40 მლნ ევროდ შეეძლო, თუმცა კლუბები მოლაპარაკებების შედეგად 20 მილიონზე მორიგდნენ.