ავტორიზაცია

"ბევრი ვიტირე, როცა მესი წავიდა", - პიკე

"ბევრი ვიტირე, როცა მესი წავიდა", - პიკე
თარიღი 13 May 2022, 00:07

ჟერარ პიკემ აღიარა, რომ იტირა, როცა ლეო მესიმ „ბარსელონა“ დატოვა.

„მესი ბარსელონას საუკეთესო ფეხბურთელი იყო. მე სულ ვამბობდი, რომ ლეო ტიტულების მოგების გარანტია გვყავდა. თუმცა, ამისათვის კარგი გუნდიც აუცილებელია. შეუძლებელია ტიტული მარტომ მოიგო, ლეო მესი - ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია. 

ვტიროდი, როცა მესი „ბარსელონადან“ წავიდა. მის გამო ვტიროდი. იმ კარიერის გამო, რომელიც მას „ბარსაში“ ჰქონდა. კარგი იქნებოდა, აქ რომ კარიერის ბოლომდე დარჩენილიყო.

მესმის, რატომ ვერ მოხერხდა მესის კონტრაქტის გახანგრძლივება. წინა პრეზიდენტს და მის მეთოდებს უამრავი ეკონომიკური პრობლემა ჰქონდა. თუმცა, ასეთებიც ხდება. ზოგჯერ გადაწყვეტილებას იღებ, მაგრამ არაფერი არ გამოდის.

„ბარსელონას“ ფანებისთვის ის ღმერთის ტოლფასი იყო. შესანიშნავი იქნებოდა, რომ დარჩენილიყო.“ - აღნიშნა პიკემ.