ავტორიზაცია

VIDEO: ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ინტრიგა ცოცხალია! ტოტენჰემმა არსენალი გაანადგურა

თარიღი 13 მაი 2022, 00:37

პრემიერ ლიგის გადადებული 22-ე ტურის მატჩში „ტოტენჰემმა“ შინ „არსენალი“ გაანადგურა.

შეხვედრა „ტოტენჰემ ჰოთსპურ სტედიუმზე“ გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 3:0 დასრულდა.

პირველ ტაიმში დუბლი ჰარი კეინმა შეასრულა, რომელმაც 22-ე წუთზე პენალტი გაიტანა, 37-ზე კი როდრიგო ბენტანკურის პასით ისარგებლა.

33-ე წუთზე „არსენალის“ მდგომარეობა კიდევ უფრო დამძმდა, მას შემდეგ რაც 13 წუთში მეორე ყვითელი ბარათი რობ ჰოლდინგმა მიიღო და სტუმრები 10 კაცით დარჩნენ.

მე-2 ნახევარში „ტოტენჰემმა“ კაცნაკლულ მეტოქეს მხოლოდ ერთი გოლი აკმარა, რომელიც 47-ე წუთზე სონ ჰეუნ მინმა გაიტანა. 

ამრიგად, „ტოტენჰემმა“ 36 ტურის შედეგად 65 ქულა დააგროვა და მე-4 ადგილოსან „არსენალთან“ სხვაობა 1 ქულამდე შეამცირა - ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე, ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლა ცოცხალია.