ავტორიზაცია

ტოტენჰემის კალენდარი არსენალისაზე მარტივია - ვის ვისთან დარჩა სათამაშო?

ტოტენჰემის კალენდარი არსენალისაზე მარტივია - ვის ვისთან დარჩა სათამაშო?
თარიღი 13 მაი 2022, 00:42

პრემიერ ლიგის 36 ტურის შემდეგ, ცხრილში მე-4 ადგილისთვის და ჩემპიონთა ლიგაზე გასვლისთვის ორი ჩრდილოეთ ლონდონური გუნდი, „არსენალი“ და „ტოტენჰემი“ იბრძვიან.

არტეტას გუნდს 66 ქულა აქვს და უპირატესობას ფლობს, კონტეს შეგირდების რიგებში კი დღევანდელი გამარჯვების შემდეგ 65 ქულა გახდა და ინტრიგა გაცოცხლდა.

პრემიერ ლიგის დარჩენილ ორ ტურში, გუნდებს შემდეგი მატჩების ჩატარება მოუწევთ.

„არსენალი“: 

„ნიუკასლი“ (გასვლა)
„ევერტონი“ (სახლი)

„ტოტენჰემი“: 

„ბარნლი“ (სახლი)
„ნორვიჩი“ (გასვლა).

როგორც ვხედავთ, „ტოტენჰემის“ კალენდარი უფრო მარტივი ჩანს, თუმცა „არსენალის“ უპირატესობა იმაშია, რომ გუნდი თავის თავზეა დამოკიდებული.