ავტორიზაცია

დორტმუნდის მწვრთნელმა დაადასტურა — მომავალ სეზონში ვიტსელს ახალ გუნდში ვიხილავთ

დორტმუნდის მწვრთნელმა დაადასტურა — მომავალ სეზონში ვიტსელს ახალ გუნდში ვიხილავთ
თარიღი 13 მაი 2022, 10:40

"დორტმუნდის" ნახევარმცველი, აქსელ ვიტსელი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ სამუშაო ადგილს შეიცვლის.

როგორც ბორუსიელთა მთავარმა მწვრთნელმა, მარკო როზემ თქვა, გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და კლუბი 33 წლის ბელგიელს კონტრაქტს არ გაუხანგრძლივებს.

"ვიტსელი ბრწყინვალე ფეხბურთელია, "დორტმუნდში" ბევრი დიდი მატჩი ჩაატარა".

"მიუხედავად ამისა, გადავწყვიტეთ, რომ კონტრაქტი არ გავუხანგრძლივოთ", - ციტირებს სპეციალისტის სიტყვებს Goal.com-ი.

ვიტსელი "დორტმუნდის" ღირსებას 2018 წლიდან იცავს. ზაფხულში იგი თავისუფალი აგენტი ხდება. აქამდე არსებული ცნობით, აქსელმა კარიერა შესაძლოა MLS-ში გააგრძელოს.