ავტორიზაცია

ცნობილი გახდა თანხა, რომლის სანაცვლოდაც ბაიერნი ლევანდოვსკის გაშვებას დათანხმდება

ცნობილი გახდა თანხა, რომლის სანაცვლოდაც ბაიერნი ლევანდოვსკის გაშვებას დათანხმდება
თარიღი 13 მაი 2022, 12:19

გაირკვა, თუ რა შემთხვევაში გაყიდის "ბაიერნის" ხელმძღვანელობა გუნდის თავდამსხმელს, რობერტ ლევანდოვსკის ზაფხულში.

როგორც ავტორიტეტული გამოცემა Bild-ი წერს, მიუნხენური გრანდი 33 წლის პოლონელს 35-40 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაუშვებს.

გარდა ამისა, Kicker-ის ცნობით, ლევანდოვსკის ტრანსფერის წინ, "რეკორდმაისტერმა" მისი შემცვლელი უნდა იპოვოს.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, რობერტმა "ბაიერნის" ხელმძღვანელობას უთხრა, რომ კონტრაქტის გახანგრძლივება არ უნდა.

მიმდინარე სეზონში პოლონელმა სუპერვარსკვლავმა მიუნხენელთა მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 45 მატჩი ჩაატარა და 49 გოლი გაიტანა.