ავტორიზაცია

პსჟ კილიან მბაპეს შემცვლელს აქტიურად ეძებს - იკვეთება კონკრეტული სახელიც

პსჟ კილიან მბაპეს შემცვლელს აქტიურად ეძებს - იკვეთება კონკრეტული სახელიც
თარიღი 13 მაი 2022, 17:37

ფრანგული "პსჟ"-ს ყურადღების ცენტრში ლისაბონის "ბენფიკას" თავდამსხმელი დარვინ ნუნესი მოექცა. ურუგვაელის დამატებით დაინტერესებულნი არიან "მანჩესტერ იუნაიტედი" და "არსენალიც".

ნუნესს "ბენფიკაში" საოცნებო სეზონი აქვს. მან პორტუგალიის ჩემპიონატჩში, 28 მატჩში 26 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა. შედეგიანი გამოდგა მისი ასპარეზობა ჩემპიონთა ლიგაზეც, სადაც მან 10 მატჩში 6 გოლის გატანა შეძლო. შესაბამისად, მისდამი გრანდების დიდი ინტერესი სავსებით ლოგიკურია.

როგორც L'Equipe იტყობინება, პარიზელების ინტერესი დარვინის მისამართით მტკიცეა, რადგან მათ უკვე დაიწყეს ფიქრი კილიან მბაპეს შემცვლელზე, რომელიც გუნდის დატოვებასთან ახლოსაა. როგორც ჩანს, 22 წლის ურუგვაელი ტალანტისთვის, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს დიდი ბრძოლა გაიმართება.