ავტორიზაცია

"დავიჯერო გინდათ, რომ უფრო სუსტები მოვიდნენ?", - რონალდინიო პსჟ-ს ვარსკვლავებს გამოექომაგა

"დავიჯერო გინდათ, რომ უფრო სუსტები მოვიდნენ?", - რონალდინიო პსჟ-ს ვარსკვლავებს გამოექომაგა
თარიღი 13 მაი 2022, 21:57

რონალდინიომ „პსჟ-ს“ ვარსკვლავების მიმართ მოთმინება ითხოვა.

როგორ შეაფასებდით „პსჟ-ს“ სეზონს, ყველაფერი შესაცვლელია?

ეს ჩემთვია გაუგებარია. ამ გუნდს ბრწყინვალე ფეხბურთელები ჰყავს და თქვენ ყველაფრის შეცვლა გსურთ? რა გინდათ, რომ უფრო სუსტი მოთამაშეები მოვიდნენ?

უნდა დაველოდოთ, როდის მიეჩვევიან ისინი ახალ ცხოვრებას და განსხვავებულ სათამაშო სტილს. სხვა ყველაფერი თავისით მოვა. ადაპტაცია ნორმალურია.

უნდა დარჩეს თუ არა ნეიმარი „პსჟ-ში“?

ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, წელს რამდენიმე ტრავმა ჰქონდა. თუმცა, როცა 100%-ით იხარჯება, მართლა განსაკუთრებულია.

ნეიმარი, დი მარია, მესი... შესანიშნავი ფეხბურთელები არიან ერთად შეკრებილნი. თუ ისინი არ მოგწონთ, აბა ვინ უნდა ითამაშოს?“, - აღნიშნა პარიზული გუნდის ექს-ფეხბურთელმა.