ავტორიზაცია

პოჩეტინო: "თუ რეალის გზას გადავხედავთ, მივხვდებით, რომ მის გამოგდებასთან ყველაზე ახლოს ჩვენ ვიყავით"

პოჩეტინო: "თუ რეალის გზას გადავხედავთ, მივხვდებით, რომ მის გამოგდებასთან ყველაზე ახლოს ჩვენ ვიყავით"
თარიღი 13 May 2022, 22:10

მაურისიო პოჩეტინო ამაყობს, რომ მისი გუნდი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „რეალის“ წინააღმდეგ ღირსეულად გამოიყურებოდა.

„ჩემპიონთა ლიგა ყოველთვის რჩება პსჟ-ს მიზნად. თუ შევხედავთ იმას, როგორ გაიარა რეალმა მერვედფინალის, მეოთხედფინალის და ნახევარფინალების ბარიერი, დავინახავთ, რომ გამარჯვებასთან ყველაზე ახლოს ჩვენ ვიყავით.

რთული პერიოდი გვქონდა, რომელმაც არ მოგვცა საშუალება ტურნირზე მონაწილეობა გაგვეგრძელებინა. ახლოს ვიყავით, მაგრამ მიზანი ხელიდან დაგვისხლტდა. თუმცა მთავარია - მცდელობა გავაგრძელოთ და არ დავნებდეთ.

გამოვარდნის შემდეგ რთული მატჩები გვქონდა, მაგრამ საფრანგეთის ჩემპიონატის მოგება მოვახერხეთ, რაც უნდა აღინიშნოს.“ - აღნიშნა არგენტინელმა.

„პსჟ-ს“ (3:2) შემდეგ, „რეალმა“ „ჩელსის (5:4) და „სიტის“ (6:5) ბარიერები გაიარა.