"ლივერპულიდან ბაიერნში რამდენჯერმე შემეძლო წასვლა", - კლოპმა განმარტა, თუ რატომ არ გადადგა ეს ნაბიჯი

იურგენ კლოპმა განმარტა, თუ რატომ არ მოინდომა „ლივერპულის“ „ბაიერნზე“ გაცვლა.
„რომელ კლუბში უნდა გადავიდე, რომ განსხვავებულ სიტუაციაში მოვხვდე? მაქვს თუ არა უფლება პეპ გვარდიოლას ვკითხო, ხომ არ დაიღალა ის გამარჯვებებისგან და „სიტი“ ჩავიბარო. როგორი იდეაა? მაგრამ ეს არ მოხდება, არ მინდა.
რამდენჯერმე შემეძლო „ბაიერნში“ წასვლა და სრული დარწმუნებით შემიძლია თქმა, რომ იქ უფრო მეტი ტიტული მექნებოდა მოგებული. როგორც მინიმუმ, მეტი შანსი მაინც აუცილებლად მექნებოდა.
თუმცა, ეს არ გავაკეთე. „ლივერპულთან“ მოქმედი კონტრაქტი მაკავშირებს. გარდა ამისა, სამყარო - მხოლოდ გამარჯვებულებისგან არ შედგება. იმედია, მასში არიან ადამიანები, რომლებსაც გამარჯვება სწყურიათ. მეც ვცდილობ და ზოგჯერ სხვა ადამიანებთან ერთად ვიმარჯვებ, რაც სავსებით მაკმაყოფილებს.“ - აღნიშნა გერმანელმა.