ავტორიზაცია

დონარუმა: "კონკურენცია კეილორთან? არა, შემდეგ სეზონში ყველაფერი სხვანაირად იქნება"

დონარუმა: "კონკურენცია კეილორთან? არა, შემდეგ სეზონში ყველაფერი სხვანაირად იქნება"
თარიღი 14 მაი 2022, 00:14

ჯანლუიჯი დონარუმა მიიჩნევს, რომ შემდეგ სეზონში კეილორ ნავასთან კონკურენცია აღარ მოუწევს.

იტალიელმა მეკარემ „პსჟ-ს“ მაისურით ამ სეზონში 16 მატჩი ჩაატარა, კოსტარიკელმა კი - 20.

„კეილორთან კარგი ურთიერთობა გვაქვს, თუმცა ორივე ვხვდებით, რომ სიტუაცია მარტივი არ არის. ჩვენ ერთმანეთში უკეთ უნდა გავერკვეთ.

ვფიქრობ, მომდევნო სეზონში სიტუაცია განსხვავებული იქნება, იმიტომ რომ კლუბი თავის არჩევანს გააკეთებს.“ - აღნიშნა დონარუმამ.