ავტორიზაცია

"ევრა და ბერბატოვი? რატომღაც, მათ ვერ დავუნახე საჭირო ხასიათი, როცა ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავანადგურე", - გვარდიოლა

"ევრა და ბერბატოვი? რატომღაც, მათ ვერ დავუნახე საჭირო ხასიათი, როცა ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავანადგურე", - გვარდიოლა
თარიღი 14 May 2022, 00:21

პეპ გვარდიოლამ „მან იუნაიტედის“ ექს-ფეხბურთელების პრეტენზიას უპასუხა.

„მან სიტის“ ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ, პატრის ევრამ განაცხადა, რომ ესპანელი ვერ შეძლებს ხასიათიანი ფეხბურთელების გაწვრთნას, ამიტომაც შემადგენლობაში ლიდერები მას არ სჭირდება.

დიმიტარ ბერბატოვმა კი, „სიტი“ პატარა და სუსტი მენტალიტეტის მქონე გუნდებს შეადარა. ამასთან, ბულგარელმა აღნიშნა, რომ გვარდიოლაზე ამ მარცხის გადაბრალება არ ღირს.

„ყველა ეს სპეციალისტი, ყოფილი ფეხბურთელი, როგორებიც ბერბატოვი, ზეედორფი და ევრა არიან. მათ წინააღმდეგაც მითამაშია.

რატომღაც, ვერ შევუნიშნე მათ საჭირო ხასიათი, როცა ჩემპიონთა ლიგის ფინალში ისინი გავანადგურე, „ბარსელონასთან“ ერთად გავანადგურე, თანაც ფინალში.

„რეალთან“ მატჩში ერთ წუთში ორი გოლი გავუშვით, როცა იქამდე ორის გატანა თავად შეგვეძლო, საქმე ხასიათში არ არის.

ბოლო ოთხ (ხუთ - ავტ) მატჩში, პრემიერ ლიგაში 22 გოლი წარმოუდგენელი ხასიათით გავიტანეთ.“ - აღნიშნა პეპმა.

გვარდიოლას „ბარსამ“ „მან იუნაიტედს“ 2009 და 2011 წლის ფინალებში მოუგო, ევრამ ორივე მატჩში ითამაშა, ბერბატოვმა - პირველში.